ქ. რუსთავში ინდუსტრიული დანიშნულების შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტი
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მომზადდა შენობის ინდუსტრიული შენობა, რომელიც შეადგენდა 3285 კვ.მ. შენობის პერიმეტრზე მოეწყო მინაპაკეტის ფანჯრები და კედლები შეიფუთა მაღალი ხარისხის თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოეწყო 2 დონის სახურავი (ფერმა + …). შენობა გაიტიხრა 2 სამრეწველო ზონად, სადაც მოეწყო 5 სამუშაო ოთახი, სველი წერტილები და გადასახდელები წარმოების პერსონალისთვის, ასევე მოეწყო მცირე სასაწყობე ფართი. შენობის ადმინისტრაციული ნაწილში მოხდა ძველი კედლების დემონტაჟი და სივრცის ხელახალი გადატიხვრა. ადმინისტრაციული შენობის ფართმა შეადგინა 670 კვ.მ. შენობის ადმინისტრაციული მხარე შედგებოდა 2 სართულისგან. აღნიშნულ სივრცეში მოეწყო სამუშაო ოთახები, სამზარეულო, სასაწყობე ფართი და სველი წერტილები. პერიმეტრზე და შენობაში დამონტაჟდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. შენობის ირგვლივ ტერიტორია კეთილმოწყობილი იქნა, დაირგა ათეულობით სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ასევე, ტერიტორია შემოღობილ იქნა და მოეწყო საგუშაგო.

















