ყაზბეგის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული ე.წ ,,გადმოსახედი’’ ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტი
გუდაურიდან 3,6 კმ-ში მდებარეობს ,,მშვიდობის მონუმენტი’’, რომელიც აშენდა 1983 წელს და გეორგიევსკის ტრაქტატს მიეძღვნა. არქიტექტორი გოგი ჩახავა, ხოლო მხატვარ-დიზაინერი ნოდარ მალაზონია გახლავთ. 2017 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მონუმენტს და მის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
მონუმენტზე, მხატრული პანოს მოზაიკური ფილების ნაწილი ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული და დაკარგული იყო. მოხდა ახალი ფილების იდენტური მასალითა და ტექნოლოგიით დამზადება.
სმალტა ფერადი მინის შენადნობია, რომელიც ჰაერის უმცირეს ნაწილაკებს შეიცავს. ფილების დამზადება რთული პროცესია, რომელიც დიდ სიზუსტეს მოითხოვს. ღუმელში დნება ფერადი მინა 1000-დან 1200 გრადუსამდე. უნდა აღინიშოს, რომ მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული პანორამები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია შემორჩენილი.
მონუმენტის მოედანზე და საფეხმავლო ბილიკზე მოიხსნა ასფალტის საფარი და დაიგო ბაზალტის ფილები. ასევე მოხდა კონსტრუქციის გამაგრებითი სამუშაოები. კერძოდ ქვის წყობის აღდგენა და ნაგებობის ზედა ნაწილში რკინაბეტონის სარტყელის მოწყობა, რომელიც ასევე ბაზალტის ქვით იქნა მოპირკეთებული.
კონსტრუქციაზე დამაგრდა თუნუქის მილკვადრატის ახალი მოაჯირები.
მონუმენტის მიმდებარედ დაიგო ქვაფენილი ქვეითებისთვის, სანიაღვრე ფილები და ბორდიულები. ასევე გაშენდა ავტოსადგომი.
კომპანიამ უზრუნველყო ტერიტორიის გარე ინვენტარით მოწყობა, რათა უფრო სასიამოვნო და კომფორტული ყოფილიყო ვიზიტორებისთვის დასვენება. დამონტაჟდა სკამები, ველოსადგომი და ნაგვის ურნები. ტერიტორია მთლიანად ადაპტირებულია შშმპ პირთათვის.
პროექტი შესრულებულია ტექნიკური დავალებებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად.
























