საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტი
LOT 1 and LOT 2 – International Road construction with China Road and Bridge Corporations Branch in Georgia (CRBC) as a subcontractor
კახეთის ავტობანის პროექტირებაზე ავსტრიელმა და გერმანელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იმუშავეს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.
თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული გზა. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.
შპს თადა ჰოლდინგს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ჩინეთის უმსხვილესი კომპანიის CCCC-ის შვილობილ კომპანიასთან საქართველოში CRBC – ჩინეთის ხიდებისა და გზების კორპორაციასთან. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2 ლოტზე (სართიჭალა-საგარეჯო და წნორი-ბაკურციხე) მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის ავტობანის მშნებელობა, სადაც შპს თადა ჰოლდინგი აშენებს მილხიდებს (კულვერტი).
































