დუშეთის პროექტი - მიმდინარე

ქალაქი დუშეთი მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, თბილისიდან 50 კმ., ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ჰავაა ჩამოყალიბებული. შედარებით დაბალ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი ტექნიკური დავალება: „ქალაქ დუშეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება – მშენებლობა“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ივლისი, 2023 10 ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული შედარებით თბილი და ხანგრძლივი იცის. 870-900 მ-ის სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9,7 °C-ია, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 740 მმ. სიმაღლესთან ერთად ჰავა მკაცრდება. მაღალ ზონაში მაღალი მთის ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით; ნალექების რაოდენობა კი 1200-1600 მმ-ს აღწევს.

აღნიშნული პროექტის საკონტრაქტო მხარეს წარმოადგენს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (სგწკ). აღნიშნული კომპანია შეიქმნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის N 11/13 ბრძანებით, საქართველოს სავაჭრო კანონის ფარგლებში, 2010 წლის 14 იანვარს.

აღნიშნული სახელმწიფო ტენდერი ითვალისწინებს ქალაქ დუშეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირებას და მშენებლობას, რომელიც უნდა განხორციელდებს 2 ეტაპად:

  • ქალაქ დუშეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის დეტალური პროექტის მომზადება;
  • დეტალური პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 

 

I ეტაპზე: წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის დეტალური პროექტი

 

შესასრულებელი დეტალური პროექტის ტექნიკური კომპონენტები მოიცავს შემდეგს:

 

  • წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, (შესაბამისი დებიტის აღრიცხვისა და გადამცემი სისტემებით, ჭაბურღილების შემთხვევაში სათადარიგო ჭაბურღილის გათვალისწინებით), სატუმბო სადგურის (დიდი წარმადობისა და დიამეტრების [DN≥250მმ] შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტრო სარქველები შესაბამისი ავტომატური მართვის სისტემით), გაუსნებოვნების სისტემების (საქლორატორო – დოზირების, შემრევი და შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებით), რეზერვუარის (საშიბერო კამერით, ყველა საჭირო ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველითა და ხარჯმზომით), სადაწნეო კოშკის (საჭიროების შემთხვევაში), სახლის დაერთებების, კორპუსების შიდა და გარე გაყვანილობის, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების (საჭიროების შემთხვევაში დათბუნებით), ავტომატური მართვის სისტემის დეტალური პროექტი ყველა დაკავშირებული ობიექტებით (რკინიგზის, გზის, ხევების, მდინარეებისა და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური დაბრკოლებების გადაკვეთა, არსებული დამუშავებული გზის საფარის აღდგენა, DMA წყალმზომებისა და წნევის განმტვირთავი (PRV) კამერები ა.შ);
  • სპეციფიკაციებისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • როგორც ჯამური, ასევე ინდივიდუალური (სოფელი; ქალაქი; დაბა; დასახლება და ა.შ.) სამუშაოთა მოცულობების უწყისის მომზადება;
  • სანიტარული დაცვის ზონების პროექტის მომზადება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 მარტის №161 დადგენილებისა და სანიტარული წესებისა და ნორმების (СанПиН 2.1.4.027-95) შესაბამისად;
  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტისა და შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მომზადება. (უნდა იყოს წარმოდგენილი საბოლოო პროექტის ჩაბარებისას);
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საშემსრულებლო ნახაზების მომზადება დამკვეთის ინსტრუქციების შესაბამისად.

 

II ეტაპი: დამტკიცებული დეტალური პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება.